სამოქალაქო სამართალი

სამოქალაქო სამართალი აერთიანებს სხვადასხვა მომსახურებას. კარდინალის იურისტთა ჯგუფი გთავაზობთ, იურიდიულ მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:

  • სახელშეკრულებოსამართალი მომსახურება მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) – სესხის, ნასყიდობის, გაცვლის, ჩუქების, ქირავნობის, ლიზინგის, იჯარის, ფრენშაიზინგის, თხოვების, გირავნობის, იპოთეკის, ნარდობის, მომსახურების გაწევის, დავალების, საშუამავლო, მიბარების, წილის დათმობის და სხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადებას, შემოწმებას, რევიზიას, კანონმდებლობის შესაბამისად მათი გამართვისა და აღნიშნული სამართლებრივი ფორმებიდან გამომდინარე დავების მოგვარებას.
  • სამეზობლოსამართალი–მეზობელი მიწის ნაკვეთების (სახლების, ბინების) მესაკუთრეებს შორის წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირება/მოგვარება, დავის არსებობის შემთხვევაში სრულფასოვანი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება, როგორც კერძო და საჯარო დაწესებულებაში, ისე ყველა ინსტანციის სასამართლოში.
  • ვალდებულებითისამართალი–ვალდებულების დარღვევიდან წარმოშობილი დავების მოგვარება, წარმომადგენლობა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე თქვენი უფლების დაცვას და სხვა.
  • მემკვიდრეობითისამართალი იურიდიული დახმარების გაწევა და წარმომადგენლობა: სამკვიდროს მიღების პროცესში, სამკვიდრო ქონების მისაღებად ნოტარიუსთან და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმომადგენლობა და მხარის უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ანდერძით მიღებული ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია, ანდერძის შედგენასთან დაკავშრებულ სამართლებრივ საკითხებსა და შედეგებზე კონსულტაცია, სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენა, სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენა, მემკვიდრეებს შორის არსებული დავის შემთხვევაში მხარის ინტერესების დაცვა, ანდერძის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა, როგორც კანონისმიერი ისე ანდერძისმიერი მემკვიდრეობის გზით ქონების მიღება/რეგისტრაცია და ა.შ