მუხლი 4. სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი და შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობა

1. ფიზიკური პირთან შრომის ხელშეკრულების დადება ნებადართულია 16 წლიდან; 2. 16 წლამდე არასრულწლოვნის შრომა ნებადართულია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით; 3. 14 წლამდე არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს სპორტულ,ხელოვნებასთან დაკავშირებულ ,კულტურულ და სარეკლამო სფეროებში;

მუხლი 31. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა

1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. 2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. 3. დამსაქმებელი ვალდებულია ანგარიშსწორების დაყოვნებისას გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.