იურიდიული კომპანია კარდინალი

იურიდიული კომპანია კარდინალის ვებ-გვერდის გამოყენების წესები

იურიდიული კომპანია კარდინალის ვებ-გვერდის გამოყენება მოიაზრებს, რომ
თქვენ ეთანხმებით ყველა იმ პირობას რომელიც დაწესებულია ვებ-გვერდზე
შემოსვლის და მასზე არსებული ნებისმიერი სახის ქონთენთის და მასალის
გაცნობის შესახებ.
ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მისაღებად, მომხმარებლებს არ
მოეთხოვებათ პერსონალური მონაცემების მოწოდება. იურიდიული კომპანია
კარდინალის მომხმარებლებს შეუძლიათ რეგისტრაციის გარეშე მიიღონ ყველა ის
საჭირო ინფორმაცია რაც მათ დაეხმარებათ კომპანიის უკეთესად გაცნობაში, ამაში
მოიაზრება როგრც კომპანიის მოკლე მიმოხილვა ასევე, სრული სერვისების
ჩამონათვალი (ვრცელი აღწერით), წამყვანი იურისტები და მათი პირადი
ინფორმაციები (საკვალიფიკაციო ხარისხები/პირადი მონაცემები/მობილურის
ნომრები) .
ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის და შემოთავაზებული მომსახურების
გაუმჯობესების მიზნით, კომპანია კარდინალს უფლება აქვს თვალყური ადევნოს
ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა: ინდივიდუალური მომხმარებლების მიერ საიტის
გამოყენების სტატისტიკა, ვიზიტის დრო, კონკრეტულ გვერდზე გატარებული დრო
დაა.შ.
ვებ-გვერდზე განთავსებული არ არის ისეთი ბმულები რომლებიც მომხმარებელს
ავტომატურად გადაიყვანს სხვა ვებ-გვერდებზე, ასევე კომპანია კარდინალი
პასუხიმგებელია იმაზე რომ ჩვენი საიტი დაცულია ვირუსებისგან და არ გამოიწვევს
არცერთი სახის ბანებს, თუმცა ჩვენ გირჩევთ დაიცვათ უსაფრთხოების ყველა
პარამეტრი, მათ შორის კომპიუტერის განახლება მოქმედი ანტივირუსით.

საავტორო უფლებები

ყველა ის მასალა, რომელიც განთავსებულია იურიდიული კომპანია კარდინალის
ვებ-გვერდზე, მათ შორის ჩვენი ლოგო, განკუთვნილია არაკომერციული
გამოყენებისთვის, დაცულია საავტორო უფლებებით, წარმოადგენს იურიდიული
კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და მათზე სრულად
ვრცელდება კომპანიის საავტორო და საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ყველა თანმდევი ქონებრივი და არაქონებრივი უფლება.
აკრძალულია ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ
გამოქვეყნება, რეპროდუქცირება, დისტრიბუცია, შესრულება, მოდიფიცირება,
გარდაქმნა, გადაცემა,გასხვისება, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და
საშუალებით ექსპლოატაცია. იმ შემთხვევაში თუ ინფორმაცია კეთილი განზრახვით

ინქნება გადატანილი სხვა ვებ-გვერდზე ან სოციალურ ქსელებში აუცილებელია
მასზე გაყოლებული იყოს ვებ-გვერდის ბმული.

საიტის გამოყენების წესების განახლება
იურიდიული კომპანია კარდინალი სარგებლობს უფლებით ნებისმიერ დროს
განაახლოს ვებ-გვერდის გამოყენების წესები. შესაბამისად, გთხოვთ, ვებ-გვერდის
ყოველი გამოყენების წინ ესტუმროთ ამ სექციას და მიიღოთ ინფორმაცია მოქმედი
წესების ცვლილების შესახებ.
იურიდული კომპანია კარდინალი: საკონტაქტო ინფორმაცია
ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში რომელიც გაგიჩნდებათ წინამდებარე წესების
გაცნობისას გთხოვთ მოგვამრთოთ წერილობით იურიდიული კომპანია კარდინალის
მეილზე: [email protected] ან დაგვირეკოთ: 032 2 13 33 11 /ან გვესტუმროთ:
თბილისი, დავით აღმაშენებლის N 150, 4 სართული. ან მოგვწერეთ კონტაქტი