მუხლი 31. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა

1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.

2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.

3. დამსაქმებელი ვალდებულია ანგარიშსწორების დაყოვნებისას გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.